|
2017-11-24 17:28:33, 2061 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი მზად არის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შემდგომ რეფორმებს მხარი დაუჭიროს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღეს გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვყნებენ. საგაზეთო პუბლიკაციაში მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზნებზე და სამომავლო ამოცანებზე საუბრობენ. მინისტრები 5 ინიციატივას გამოყოფენ, რომელიც ხელს შეუწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის კიდევ უფრო მეტ წარმატებს. მინისტრების შეფასებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შემდგომი წარმატების წინაპირობაა რეფორმები, რომელიც პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარეობს. მინისტრების მოსაზრებით ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ამ მიმართულებით ქვეყნების დახმარება და მოძებნოს უკეტესი გზები რეფორმების წასახალისებლად. „მთავარია რეფორმები. ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზანი ფუნდამენტური ღირებულებების მხარდაჭერაა, რომელსაც ვიზიარებთ - - დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ეკონომიკური განვითარება ევროკავშირის სამეზობლოში ეს უკავშირდება საზოგადოებების ტრანსფორმაციას. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების რეალური სურვილის შემთხვევაშია შესაძლებელი. საბოლოოდ, ცვლილებებს მხოლოდ საფუძვლიანი და მდგრადი რეფორმების იმპლემენტაცია მოიტანს. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ამ რეფორმებს. უნდა ვიპოვოთ უკეთესი გზები მათ წასახალისებლად, რაც გულისხმობს, მაგალითად, ფინანსური დახმარების მიმართვას უფრო მიზანმიმართულად, კონკრეტული რეფორმების პროგრესის შესაბამისად ან პროექტებზე მორგებულ დახმარებას"- ნათქვამია ერთობლივ ოპედ-ში. მინისტრები ასევე ხაზს უსვამენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან ევროკავშირის ინდივიდუალური მიდგომების მნიშვნელობას. „აღმოსავლეთ პარტნიორობა" აერთიანებს ექვს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ პარტნიორ ქვეყანას - განსხვავებულს როგორც არსებული მდგომარეობით, ასევე მათი მისწრაფებებით. ევროკავშირი აღიარებს დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს. ევროკავშირმა უნდა უპასუხოს აღნიშნულ განსხვავებებს და მოახდინოს მისი ინსტრუმენტების ადაპტირება და მორგება თითოეულ ინდივიდუალურ კონტექსტზე. თუმცა, მრავალმხრივ ჭრილში, საჭიროა ექვსივე პარტნიორთან ერთობლივი დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელება და შენარჩუნება. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ რეგიონის სტაბილურობა და კეთილდღეობა არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის ინდივიდუალურ განვითარებაზეა დამოკიდებული, არამედ უფრო მეტად, ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარებაზე აცხადებენ მინისტრები.
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)