|
2017-11-24 16:22:08, 1758 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: არჩევნებმა დაადასტურა, რომ საზოგადოებამ საკონსტიტუციო რეფორმას მხარი დაუჭირა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო რეფორმას საზოგადოება მხარს უჭერს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე: „საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან ირიბად თუ პირდაპირ დაადასტურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, ის, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იმ პოლიტიკური დებატების შემდეგ, როდესაც ოპოზიცია ამბობდა, რომ ადგილობრივ არჩევნებში თქვენ დაინახავთ ხალხის რეაქციას, თქვენ დაინახავთ, რომ საზოგადოება არ ეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებს, არჩევნებმა დაადასტურა, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას იმიტომ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჩამოკიდეს მმართველი გუნდის ტესტად და ამ ტესტზე პასუხი გასცა საზოგადოებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამ ცვლილებებს დღეს აქვს უფრო მეტი ლეგიტიმაცია, ვიდრე ეს ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)