04:17 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 14:07:55, 1842 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ MSME ბიზნესის და ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად 30 მილიონი დოლარი მოიზიდა

"თიბისი ბანკმა" ავსტრიის განვითარების ბანკთან Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB) 30 მლნ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულება გააფორმა.
 
თანხები, პირველ რიგში, გამოყენებული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSMEs) დასაფინანსებლად, რომლებიც საქმიანობენ ტურიზმის სფეროში, ასევე, ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად.
 
„მოხარული ვართ, დავიწყოთ თანამშრომლობა OeEB -თან. ეს ჩვენი პირველი  გარიგებაა და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ოპერაცია ხელს შეუწყობს წარმატებულ და გრძელვადიან ურთიერთობებს ჩვენს ინსტიტუტებს შორის", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
 
„MSME-ის მხარდაჭერა ავსტრიის განვითარების ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნული საკრედიტო ხაზის მეშვეობით შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ გენდერული თანასწორობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ისევე როგორც მზარდი ტურიზმის სექტორის განვითარებას", - განაცხადეს OeEB-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, ანდრეა ჰაგმანმა და მაიკლ ვანკატამ.
 
Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB), 2008 წლის მარტიდან ფუნქციონირებს, როგორც ავსტრიის განვითარების ბანკი. იგი სპეციალიზირებულია განვითარებად ქვეყნებში  კერძო სექტორის გრძლევადიან დაფინანსებაზე, რაც იძლევა მდგრადი განვითარების შესაძლებლობას.

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics