|
2017-11-24 11:37:45, 1970 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება
საქართველოს რიგ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისა და თოვლის უხვი ნალექის გამო თეგეტას ფილიალები მომხმარებელთა მოთხოვნით დამატებით იმუშავებენ კვირას, 26 ნოემბერს 9:30დან - 18:00 საათამდე. აღნიშნულ დღეს შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ფილიალების მომსახურებით თბილისში: ცენტრალური, ვაკე, ვარკეთილი, ბელიაშვილი, წითელქუდა, პეპელა, გეზი, ასევე მარნეული, ბათუმი, რუხი, გორი, ახალციხე, ქუთაისის ნიკეას #1 და ახალგაზრდობის ფილიალი. ამასთანავე ზამთრის დადგომასთან ერთად თეგეტა სპეციალურ აქციებს სთავაზობს მომხმარებელს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ზამთრის საბურავები 59 ლარიდან და დამატებით TEGETA CARD-ზე დაიბრუნოთ 20%-მდე ქეშბექი. აქცია მოქმედებს თეგეტას ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადების შემთხვევაშიც. ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც უშუალოდ ეხება გზის საფარს არის საბურავი, რომელზეც დამოკიდებულია თქვენი უსაფრთხოება. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ზამთარში ხარისხიანი ზამთრის საბურავით გადავაადგილდეთ. ზამთრის საბურავებში რეზინის შემცველობა გაცილებით მაღალია, ამიტომ ის უფრო რბილია და უკეთესად ეჭიდება სველ და ცივ ზედაპირს, რაც მოცურებისგან იცავს ავტომობილს. როდესაც ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსზე ქვემოთ დაეცემა, უნდა გამოვიყენოთ ზამთრის საბურავები. „თეგეტა“ გთავაზობთ მსოფლიო წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ზამთრის საბურავების ყველაზე დიდ არჩევანს. ასევე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საბურავების შენახვის სერვისით და ზაფხულის საბურავები შეინახოთ „თეგეტას“ „საბურავების სასტუმროში“, სადაც შენახვის ყველა სტანდარტი დაცულია. თქვენი კომფორტისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამოდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს და სწრაფად მიიღოთ სასურველი სერვისი, აღნიშნული სერვისის მისარებად დაუკავშირდით „თეგეტას“ ცხელ ხაზს (+32) 226 44 44.
(R)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)