|
2017-11-24 11:25:44, 1741 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო
ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და გამარტივების მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებათა ახალი პაკეტი შემუშავდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები, ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატიზებული სისტემის დანერგვის შესახებ რეფორმა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოადგილეებთან ერთად, დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს გააცნო. კანონპროექტი ითვალისწინებს კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას და გადამხდელთა დაბეგვრის ცალკეული საკითხების დაზუსტებას. აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მომზადებული ცვლილებებია, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მონაწილეობით მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. კიდევ ერთი ცვლილება სავაჭრო ზონების მოწყობის განვითარებას, გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის ცალკეული საკითხების დაზუსტებას ითვალისწინებს. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს აღნიშნული სექტორის განვითარებას, მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებას, დაბეგვრის საკითხების მოწესრიგებას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას. პაკეტში გათვალისწინებულია, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კუთხით გასატარებელი ცვლილებები. წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, 2023 წლამდე გაგრძელდება რიგი საგადასახადო შეღავათები. რაც შეეხება ბიზნესისთვის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას. მუშავდება სისტემა, რათა მეწარმეს არანაირი დამატებით ბიუროკრატიასთან არ ჰქონდეს შეხება და მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე, შესაძლებელი იყოს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება 5-7 სამუშაო დღეში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, მათი სტიმულირებისთვის, რადგან მათ ექნებათ დამატებითი ფინანსური რესურსი განვითარებისთვის. ცვლილებები სამუშაო შეხვედრების ფორმატში უკვე განხილულია შესაბამისი სექტორების წარმომადგენლებთან. წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი საჯაროა და გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე. დოკუმენტი რამდენიმე დღეში განსახილველად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)