|
2017-11-24 10:44:45, 2015 ნახვა
კომენტარი
სერგო რატიანი: სახალხო დამცველის კანდიდატურა ხელისუფლებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს
ევროპული საქართველოს წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ოპოზიციისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ოთხივე კანდიდატი მისაღებია, თუმცა მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება კანდიდატის ავტორიტეტსა და გამოცდილებაზე. ‘’სახალხო დამცველის კანდიდატურა, ევროპული საქართველოსთვის ორიენტირი იქნება, თუ რაზე შეთანხმდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ თავად შევაფასებთ და მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორი ავტორიტეტი აქვს ამ სფეროში, განვლილი გზა და აუცილებელი პირობაა, რომ ის არ უნდა იყოს დამოკიდებული ხელისუფლებაზე,“ - აღნიშნა „ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა. შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურები შესთავაზეს. არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული 4 კანდიდატია: ნინო ლომჯარია, ანა ნაცვლიშვილი, ვახუშტი მენაბდე და ზვიად ქორიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)