|
2017-11-23 11:11:19, 1539 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს, ური არიელს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში აგრარული დარგის გამოწვევებსა და კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისრაელის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის, გაცვლითი სასწავლო პროგრამების განხორციელების და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების მიმართულებით. „ჩვენ გვინდა ისრაელსა და საქართველოს შორის სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებით თანამშრომლობა მემორანდუმის ფარგლებში განვახორციელოთ. ისრაელის სოფლის მეურნეობის კვლევით ორგანიზაციის, Volcani ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ. ეს იქნება ერთობლივი კვლევები და სასწავლო პროექტები ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებებით. ჩვენ ასევე ვგეგმავთ თანამშრომლობას იმერეთის რეგიონში სასათბურე კლასტერის განვითარების კუთხით, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების მოწოდებით ისრაელის სხვადასხვა მსხვილი კომპანია მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პროგრამის „მაშავი“ ხელმძღვანელის მოადგილესთან, იუვალ ფუქსთან გამართეს. შეხვედრაზე იუვალ ფუქსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „მაშავს“ გამორჩეულად წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს და სწორედ ამიტომ, სამომავლო პროექტების განხორციელება „მაშავს“ უშუალოდ სამინისტროსთან ერთად აქვს გათვალისწინებული. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები იქნება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და სასწავლო პროგრამები ფერმერებისთვის. „სულ რამოდენიმე თვის წინ ისრაელის სახელმწიფოში შედგა საქართველოს პრემიერ- მინისტრის ოფიციალური ვიზიტი. ამ ვიზიტის დროს ორი ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლებმა განიხილეს თანამშრომლობის მთელი რიგი საკითხები და სამომავლო გეგმები დასახეს. რა თქმა უნდა ამ ჩამონათვალში მოხვდა თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში. აღნიშნული გეგმის ფარგლებში ისრაელში ნაყოფიერად მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის და წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი. ვფიქრობ, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი სოფლის მეურნეობის დარგში ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში, პაატა კალანდაძემ. ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში პაატა კალანდაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)