|
2017-11-22 20:05:48, 1905 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა - შიშის საფუძველი არ არსებობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დღეს განხორციელებულ სპეცოპერაციას რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა. მან ოპერაციაში მონაწილე ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. ასევე, საქართველოს მთავრობის მეთაურმა სპეცრაზმელის დაღუპვისა და კიდევ რამდენიმე სპეცრაზმელის დაჭრის გამო მწუხარება გამოთქვა. პრემიერის თქმით, ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა და შიშის საფუძველი არ არსებობს: „ ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა და არანაირი საფუძველი უსაფრთხოებასთან მიმართებაში შიშის არ არსებობს. ჩვენმა გმირმა ბიჭებმა გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ცუდი შედეგით დასრულებულიყო“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე შეფასებით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დამთავრდეს. პრემიერი ამბობს, რომ შეკითხვები შეიძლება დაისვას, თუმცა მისივე თქმით, არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, სადაც ასეთ კითხვებს პასუხი გაეცემა. შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 1 პირი დააკავეს, 3 კი, ლიკვიდირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)