|
2017-11-22 19:49:25, 3114 ნახვა
ეკონომიკა
„ვენდიმ“ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს უმასპინძლა
„ვენდიმ“ 2017 წლის საბავშვო „ევროვიზიის“ მონაწილეებს 26 მაისის მოედნის რესტორანში უმასპინძლა და ქართველი კონკურსანტის გრიგოლ ყიფშიძის მხარდამჭერი ღონისძიება გამართა. ევროვიზიის მონაწილეების რვა ქვეყნის დელეგაცია საქართველოს, ალბანეთის, სომხეთის, ირლანდიის, ავსტრალიის, ბელარუსის, კვიპროსის და მაკედონიის ჩათვლით, გულშემატკივრებს შეხვდა და სახალისო გარემოში წინასაკონცერტო განწყობა კიდევ უფრო აიმაღლა. კონკურსანტებს და მათ მხარდამჭერებს „ვენდიმ“ განსაკუთრებული გარემო ზალიკო სულაკაურის კარიკატურების ჩუქებით, ილუზიონისტების შოუთი, გრანდიოზული ტორტით, სასიამოვნო მუსიკითა და კარაოკეთი შეუქმნა. დამატებით, „ევროვიზიის“ მონაწილეებს „ვენდისგან“ ბრენდირებული საჩუქრები ერგოთ. „ძალიან მოხარული ვართ, რომ წელს საბავშვო ევროვიზია საქართველოში ტარდება. „ვენდი“ ტრადიციულად გულშემატკივრობს და მხარს უჭერს ევროვიზიის კონკურსს. იმედი მაქვს, რომ წელსაც გამარჯვებას მოვიპოვებთ და ვგულემატკივრობთ გრიგოლ ყიფშიძეს. წარმატებებს ვუსურვებთ მას“, - განაცხადა „ვენდის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ელენე კოხრეიძემ. საბავშვო „ევროვიზიის“ გრანდიოზული კონკურსი 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ საბავშვო „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში ხმის მიცემის წესები შეიცვალა. კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ხმის მიცემის საშუალებით შესაძლებლობა მიეცემა მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს. „ევროვიზიის“ ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 24 ნოემბრიდან დაიწყება. შესაბამისად, „ვენდი“ ერთგულ მომხმარებელს მოუწოდებს ქართველ კონკურსანტს მხარი დაუჭირონ. საბავშვო ევროვიზია 20 ქვეყანაში იქნება ტრანსლირებული და კონკურსში ინტეგრირებული იქნება მინი-ვიდეორგოლები საქართველოს შესახებ, რომლებიც სპეციალურად დამზადდა „ევროვიზიისთვის“ და რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)