|
2017-11-22 19:17:23, 2499 ნახვა
კომენტარი
ნინო გიორგობიანი: დაჯგუფების წევრებზე დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. როგორც სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. „საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ თანამშრომელს, სპეცრაზმელსა და პოლიციელს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები. ამ რთული ვითარების გადატანისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ სამართალდამცველებთან ითანამშრომლეს“,-აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)