|
2017-11-22 15:27:15, 1874 ნახვა
კომენტარი
გიორგი ლომია: ჩემთვის გაუგებარია, სპეცოპერაცია 18 საათის განმავლობაში რატომ მიმდინარეობს
„ჩემთვის გაუგებარია სპეცოპერაცია 18 საათის განმავლობაში რატომ მიმდინარეობს“,-ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას. დეპუტატის თქმით, მას პრეტენზია სპეცოპერაციის არასწორ დაგეგმვასთან დაკავშირებით აქვს. „დაზუსტებული ინფორმაცია მე პირადად არ მაქვს. ჩემთვის გაუგებარია 18 საათი რატომ მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომლიც წინასწარ იყო დაგეგმილი. ანტიტერორისტულ სამსახურთან მე არ მაქვს პრეტენზია. თანამშრომლები კარგად არიან მომზადებული. რა თქმა უნდა უფრო მეტი პრეტენზია მაქვს დაგეგმვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არასწორად არის სპეცოპერაცია დაგეგმილი. რა საშიშროებაც იკვეთება აქ, ეს არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც ასე ვთქვათ, გააჩნია შეიარაღების ძალიან დიდი რაოდენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ იყო გამოყენებული როგორც სატრანზიტო კორიდორი, როგორც ადრე იყენებდნენ ხოლმე მას, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე მზადდებოდა ტერორისტული აქტი“, - განაცხადა გიორგი ლომიამ. შეგახსენებთ, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დაახლოებით გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)