|
2017-11-21 15:46:17, 1655 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია
„ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, ანტისარაკეტო კომპლექსების საქართველოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. "ეს ძალიან დადებითი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ამერიკის მთავრობამ გადადგა. შეგახსენებთ, რომ ეს პროცესი 2011 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. ეს ანტისატანკო კომპონენტი იყო თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. სამწუხაროა, რომ ჩვენს დღევანდელ მთავრობას არ აქვს ხედვა ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ. ეს არის გამოწვევა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოსთვის Javelin-ის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)