|
2017-11-21 13:18:18, 2065 ნახვა
ეკონომიკა
ADB-ის ორგანიზებით საქართველოსა და ტაჯიკეთში საბანკო სტაჟირების პროგრამა დაიწყო
აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში (TFP) თიბისი ბანკის, სითი ბანკისა და ბანკ ესხატას (ტაჯიკეთი) მონაწილეობით პირველად ჩატარდა საბანკო სტაჟირების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, პირველად საქართველოში, თიბისი ბანკმა ვაჭრობის ფინანსირების სფეროში არსებული გამოცდილება და ბიზნესპროცედურები გაუზიარა ბანკ ესხატას, რომელიც ამ მიმართულებით საკუთარი საქმიანობის გაფართოვებას გეგმავს. ვაჭრობის ფინანირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება ბანკ ესხატას ტაჯიკეტში სითი ბანკის წარმომადგენლებაც გაუზიარეს. აზიის განვითარების ბანკის საბანკო სტაჟირების პროგრამის მიზანს წარმოადგენს ვაჭრობის ხელშეწყობა აზიის განვითარებად ქვეყნებში და მჭიდრო რეგიონალური ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბება. აზიის განვითარების ბანკი (ADB), რომლის სათაო ოფისი მანილაში მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიასა და ოკეანეთის რეგიონში სიღარიბის დაძლევას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის საშუალებით. საქართველოში აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში 2011 წლიდან დღემდე ვაჭრობის სფეროში გამოიყო 115.9 მილიარდი აშშ დოლარი და განხორციელდა 66 ტრანზაქცია, რომლის 36% მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას მოხმარდა. ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარებად ქვეყნებში 2009 წლიდან დაფინანსდა 9,200-ზე მეტი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი, რისთვისაც გამოიყო 26 მილიარდი აშშ დოლარი და განხორციელდა 14,000 ტრანზაქცია.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)