|
2017-11-21 12:09:52, 1530 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ისრაელის მსხვილი აგრარული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და თანამედროვე სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც დასავლეთ საქართველოში, სახელმწიფოს ხელშეწყობით, სასათბურე მეურნეობების გაერთიანების შექმნას გულისხმობს. მისივე თქმით, მსხვილი გაერთიანება, რომელიც სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების, უმთავრესად კი მწვანილის წარმოებას და დისტრიბუციას გულისხმობს, იქნება ერთგვარი რეგიონული ჰაბი. „ისრაელის სახელმწიფო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნაა სასათბურე მეურნეობებში სხვადასხვა ტიპის პროდუქციის წარმოებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რაც ისრაელში სასათბურე მეურნეობების შექმნაში, თანამედროვე ტექნოლოგიების, ირიგაციის ეფექტიანი და ეკონომიური სისტემების დანერგვისა და გამართული ლოგისტიკის მიმართულებით არსებობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ისრაელის ექსპორტისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, რომელშიც, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ისრაელის სხვადასხვა მსხვილი კომპანიების (OAPI, YAMKO, NETAFIM, DAGAN AGRICULTURAL AUTOMATIOM, AZROM) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აღნიშნული კომპანიების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს კომპანიების საქმიანობის, მათ შორის, აგრარული მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ბაზრების დივერსიფიკაციის, მარკეტინგული აქტივობების შემუშავების დეტალურად გაცნობის მიზნით. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში პაატა კალანდაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ. ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს, ური არიელს შეხვდება. (NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)