|
2017-11-21 11:04:59, 1466 ნახვა
საზოგადოება
ცაიშის N36-ში მცხოვრებ 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
ცაიშის ქუჩა N36-ში მცხოვრებ 23 ოჯახს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებულ საკითხს ინდივიდუალურად შეისწავლიან და მთავრობის მომდევნო სხდომებზეც განიხილავენ. „ყველა რაიონში იყო ფაქტები, სადაც მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ფართებში, თაობები გაზარდეს და დღესაც იმის შიში აქვთ, ხვალ ვინმე არ მივიდეს და გამოასახლოს. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გავეცით დაპირება, რომ პირველივე დღიდან, როდესაც კი ჩვენი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მოგვეცემოდა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. კონკრეტულად ეს საკითხი ცაიშის ქუჩა N36-ში მცხოვრებ მოსახლეობას ეხება. 23 ოჯახი იქნება 1 353 კვადრატული მეტრის ფართით დაკმაყოფილებული. ეს სწორედ ის ოჯახებია, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, ფართის დაკანონებას ვერ ახერხებდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ცენტრალურ მთავრობას ამ მიმართულებით განხორციელებული ქმედებებისთვის მადლობა გადაუხადა. „მომავალში ასეთი ადამიანების გვერდში დგომას განვაგრძობთ, რაც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამ ყველაფერს ინდივიდუალურად განვიხილავთ და მსგავსი საკითხები მთავრობის მომდევნო სხდომებზეც იქნება გამოტანილი. მინდა პრემიერ-მინისტრს, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებას დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი ადამიანი იქნა დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართებით. მადლობა ასევე, მინდა გადავუხადო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარს, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ერთიანი ძალისხმევით, არსებული პრობლემების მოგვარებას აუცილებლად შევძლებთ, რაც ამ მიმართულებით გვაქვს“, - განაცხადა თბილისის მერმა. დედაქალაქის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა. კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მთავრობის წევრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და რამდენიმე განცხადება გააკეთა. (NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)