09:24 - 14 Aug, 2026
|
2017-11-21 10:30:09, 1857 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში მოხდება. „მთავრობის მხრიდან არის ინიცირებული მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი. ახლა დაიწყება კონსულტაციები ვადებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე გაიწერება კონკრეტული გრაფიკი, რომლის მიხედვით, ჯერ მივიღებთ ცვლილებებს მთავრობის შესახებ კანონში და ამის შემდეგ უკვე ნდობა გამოეცხადება მთავრობის ახალ შემადგენლობას. რაც შეეხება ვადას - ეს დამოკიდებულია კონსულტაციებზე, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში დასრულდება მთლიანად ეს პროცესი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)