|
2017-11-18 13:09:17, 2296 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი „Start in Georgia“-ს გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება - ასეთ საგამოფენო სივრცეში დამწყებ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ეძლევათ, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ, თუ რა ხდება სექტორში და რა გამოწვევებია“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა „ექსპო ჯორჯიაში“ გამოფენა “Start in Georgia“-ს გახსნის ცერემონიაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა „ქართული სტარტაპების ასოციაციისა“ და Start–Business Solutions-ის ორგანიზებით ტარდება და მასში სხვადასხვა ფონდები, პროგრამების წარმომადგენლები, ბანკები, ბიზნესაქსელერატორები, ინკუბატორები და საკონსულტაციო კომპანიები მონაწილეობენ. Start in Georgia“-ს სივრცეში ასევე წარმოდგენილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტები, მათ შორის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდები. „თქვენ იცით, რომ სახელმწიფო სამი მიმართულებით ახორციელებს სტარტაპების ხელშეწყობას. პირველი, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, თავისი სტარტაპების დაფინანსების პროგრამით და უახლოეს მომავალში ველოდებით, რომ გამოვაცხადებთ ახალ საგრანტო კომპონენტს. ასევე არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომელსაც აქვს სხვადასხვა მიმართულებების თანადაფინანსების კომპონენტები და აქ არის „საპარტნიორო ფონდი,“ თავისი სტარტაპ პროგრამით, რომელიც ახორციელებს 100 000 ლარამდე დაფინანსებას არამაღალტექნოლოგიური პროექტების კუთხით. დღეს გამოფენაზე წარმოდგენილია ჩვენი სტენდები, სადაც დაინტერესებულ და დამწყებ ბიზნესებს შეუძლიათ სამინისტროს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ჩერქეზიშვილმა. გამოფენის ორგანიზატორების ინფორმაციით, “Start in Georgia“-ს მიზანია ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, სტარტაპებისთვის და ბიზნესის დამწყებებისთვის ინფორმაციის ეფექტური მიწოდება, ცნობადობის გაზრდა და მეწარმეობის ინიცირება. მათივე განცხადებით, გამოფენა წაახალისებს დამწყებ მეწარმეებს, რომელთათვის ბიზნესის დასაწყებად მსგავსი ხელშეწყობა მნიშვნელოვანი სტიმულია, რაც საბოლოოდ საზოგადოებრივ კეთილდღეობას და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს.
(NS)
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)