10:37 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-18 09:59:41, 2011 ნახვა

სამართალი
შსს-მ ოჯახში ძალადობის ფაქტი გახსნა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული მ.ქ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, 1972 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
რუსეთმა სამხედრო ბიუჯეტის დასაფინანსებლად 1998 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ოქროს მარაგის გაყიდვა განახორციელა.
საფრანგეთში არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა
WSJ: ილონ მასკმა უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის შენელების ბრძანება გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics