11:11 - 13 May, 2026
|
2017-11-17 18:54:00, 2300 ნახვა
კომენტარი
კალაძე ოპოზიციას: იყავით კონსტრუქციულები და იფიქრეთ თბილისზე - ჩვენი საზრუნავია მისი მომავალი და არა პოლიტიკური ქულების დაწერა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, კონსტრუქციულები იყვნენ და თბილისზე იფიქრონ. როგორც კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი გუნდი მუშაობას ოფიციალურად ორშაბათიდან დაიწყებს. "ოპოზიციას მოვუწოდებ, იყავით კონსტრუქციულები და იფიქრეთ თბილისზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი მთელი საქართველოს დედაქალაქია და ჩვენი საზრუნავია მისი მომავალი და არა პოლიტიკური ქულების დაწერა. დიდი მადლობა მთელი ჩემი გუნდის სახელით. ორშაბათიდან მუშაობას დავიწყებთ. ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც იყო წინასაარჩევნო პერიოდში გაჟღერებული", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)