|
2017-11-17 17:09:25, 2176 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ქართველ ჟურნალისტს თავზე ტომარა ჩამოაფარეს, ხელბორკილები დაადეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, კიევში, საკუთარი სახლიდან ქართველი ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი გაიტაცეს, - ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ჟურნალისტს უკრაინაში ყოფნის აკრედიტაცია და ყველა საჭირო საბუთი ჰქონდა. მისივე თქმით, შავშიშვილს ხელბორკილები დაადეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, გამტაცებლები ჟურნალისტის ბინის გვერდზე რემონტს აკეთებდნენ და სპეცტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები. მანვე დასძინა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი მის საქმიანობას აქტიურად აშუქებდა. სააკაშვილმა სხვა მსგავსი შემთხვევებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს პირველად არ ხდება. „ასე ექცევა ამ ადამიანებს მატყუარა და მხდალი პრეზიდენტი, რომელსაც არ ადარდებს რომ აქ ადამიანები უკრაინისთვის იბრძოდნენ. ის საკუთარ შვილებს არ გააგზავნის საბრძოლველად. მას არ ადარდებს სიტყვის თავისუფლება. მას აქვს ტელევიზია და იტაცებენ ჟურნალისტს, რომლის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ინფორმაცია აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. ექს-პრეზიდენტმა ამაში ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა და განმარტა, რომ ეს კრემლის და პოროშენკოს ერთობლივი სქემაა. "მე არ მეშინია შენ პეტრო. თქვენ მე ვერ შემაშინებთ და მე ბრძოლას გავაგრძელებ. ახლა ვიმყოფები ჟულიანის აეროპორტში და შეგიძლიათ მოხვიდეთ, თქვენი არ მეშინია", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ჟურნალისტს კიევში 8 თვის ორსული ცოლი დარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)