|
2017-11-17 15:58:41, 1949 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: მჯერა, რომ ლარის კურსის მერყეობა ამბულატორიული მედიკამენტების ფასებზე გავლენას არ იქონიებს
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმედს იტოვებს, რომ ლარის კურსის მერყეობა დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდება და ამბულატორიული მედიკამენტების ფასებზე გავლენას არ იქონიებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ კურსის მერყეობა გაგრძელდება, ეროვნული ბანკი შესაბამის ინსტრუმენტებს გამოიყენებს. "ყველაზე მტკივნეული მოსახლეობისთვის ყოველთვის იყო ის ნაწილი მედიკამენტების, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების გარეთ უნდა მიიღოს პაციენტმა, ეს არის გეგმური ამბოლატორიული მედიკამენტები. ამ მხრივ 1-ელ ივლისს დავიწყეთ პროგრამა, რომლითაც იფარება 100 000 ქულაზე ნაკლების მქონეთათვის, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს მათთვისაც მგრძნობიარე საკითხია. მართლაც მჯერა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდება კურსის მერყეობა და არ იქონიებს გავლენას ამბულატორიული მედიკამენტების ფასებზე. თუკი ეს ასე მოხდა, ეროვნულმა ბანკმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ გამოიყენებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რომ ეს გადახრა დაბალანსდეს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)