|
2017-11-17 15:50:11, 1812 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მის კანონით დადგენილ ასაკამდე გამწესებას გულისხმობს
პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვისას, მოქალაქის კითხვაზე საპასუხოდ განმარტა, თუ რა იგულისხმება მოსამართლის უვადოდ დანიშვნაში - მისი გამწესება სიცოცხლის ბოლომდე, თუ საპენსიო ასაკამდე. კობახიძის თქმით, უვადოდ დანიშვნა არა სიცოცხლის ბოლომდე, არამედ კანონით დადგენილ ასაკამდე მუშაობას გულისხმობს: "იგულისხმება კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. შეიძლება იყოს განსაზღვრული შესაბამისი საპენსიო ასაკი კანონის დონეზე",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კიდევ ერთი შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რატომ ირჩევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 10 წლით მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს რიგითი მოსამართლე უვადოდ ინიშნება. კობახიძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 10 წლით არჩევა ხდება იმ მიზნით, რომ არ ჩაიკეტოს სასამართლო სისტემა და ერთმმართველობის ნიშნები არ გაჩნდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)