|
2017-11-17 09:17:45, 1983 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის ახალ წევრებს საკრებულოში დასამტკიცებლად დღეს წარადგენს
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის ახალი მთავრობის წევრებს საკრებულოში დასამტკიცებლად დღეს წარადგენს. საკრებულოს სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული. ახალ მერს სულ 5 მოადგილე ეყოლება. ვიცე-მერის პოსტზე კალაძემ ირაკლი ხმალაძე წარადგინა, ხოლო მოადგილეებად: მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი. მეხუთე მოადგილე ილია ელოშვილი იქნება, თუმცა მისი წარდგენა მოგვიანებით მოხდება, რადგან ამ დროისთვის ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობას ასრულებს. მას შემდეგ კი, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება, ელოშვილი მუშაობას მერიაში გააგრძელებს. რაც შეეხება რაიონების გამგებლებს, საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი გაიოზ ვასაძეა, ვაკის რაიონი - ნოდარ ტურძელაძე, ჩუღურეთის რაიონი - ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის რაიონი - ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე, გლდანი - ბექა მიქაუტაძე, კრწანისი - ლევან ჯაფარიძე, მთაწმინდა - დავით კირკიტაძე, ისანი - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონი - დავით კერესელიძე. კალაძემ მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებიც წარადგინა: თბილისის მერიის ადმინისტრაციას ვლადიმერ ჭიღლაძე უხელმძღვანელებს; იურიდიულ საქალაქო სამსახურს - სერგო ბირკაძე; საფინანსო საქალაქო სამსახურს - გაიოზ თალაკვაძე; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს - გიორგი ბაგრატიონი; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს - გელა ჩივიაშვილი; კულტურის საქალაქო სამსახურს - სოფიო ხუნწარია; განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს - ირაკლი გვილავა; ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს - მამუკა მუმლაძე; ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს - გიგა გიგაშვილი; შესყიდვების საქალაქო სამსახურს - გიორგი პაპავა; კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს - გივი კუბლაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს - ნიკოლოზ ჭონქაძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს - ანდრია ბასილაია.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)