|
2017-11-16 18:28:13, 1901 ნახვა
კომენტარი
კოჟორიძე: გვავიწყდება, რომ არსად, მაღალი თანამდებობის პირები ომბუდსმენს არ აკრიტიკებენ
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, არსად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახალხო დამცველი ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას. ,,ჩვენ ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სტანდარტებით ვიცხოვროთ და მეორე მხრივ, გვავიწყდება, რომ არსად, ევროპაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახალხო დამცველი ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას. ჩვენ გვახსოვს წლების წინ, როცა სახალხო დამცველს მიტინგის დარბევის დროს ვცემდით. დღეს აღარ ვცემთ და შეიძლება ვიღაცისთვის ეს პროგრესის მიმანიშნებელი იყოს. თუმცა, სინამდვილეში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დემონსტრირება იმისა, რომ არ გვესმის კარგად რა არის სახალხო დამცველის მანდატის კონსტიტუციური არსი. სახალხო დამცველისთვის ყველა ადამიანი თანასწორია და თუ უფლებები ირღვევა, მისთვის აბსოლუტურად არაფერს უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. ის უნდა იყოს ყოველთვის კრიტიკული და დიახ ზოგჯერ მწვავედ კრიტიკული, როცა ეს საჭიროა“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)