|
2017-11-16 14:32:30, 1766 ნახვა
კომენტარი
იანოშ ჰერმანი: ვიმედოვნებთ, რომ კონტაქტში შევალთ მთავრობასთან დაქვემდებარებულ სხვადასხვა სტრუქტურასთან
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც ზოგიერთი სამინისტროს სხვა უწყებასთან გაერთიანებას გულისხმობს. ჰერმანის თქმით, შეხვედრას გამართავენ იმ ადამიანებთან, რომლებიც ევროინტეგრაციის საკითხებზე პასუხისმგებლობას გადაიბარებენ. ელჩი იმედოვნებს, რომ ერთობლივი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. „ცვლილებებზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრს და იმ ხალხს, რომლებიც ტოვებენ საკუთარ თანამდებობებს. ჩვენ კარგად ვთანამშრომლობდით მათთან და მოუთმენლად ველით ახლადდანიშნულ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობასაც. ეს არის სტრუქტურული ცვლილება, რომელიც ერთადერთი არ არის, რომელიც განხორციელდა. ვიმედოვნებთ, რომ კონტაქტში შევალთ მთავრობასთან დაქვემდებარებულ სხვადასხვა სტრუქტურასთან, როგორ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ახალი გარემოებების გათვალისწინებით. სახელმწიფო მინისტრი კურირებდა ევროინტეგრაციის საკითხებს და ეს სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობდა პრემიერის ადმინისტრაციასთან. შევხვდებით იმ ხალხს, ვინც ახლა ევროინტეგრაციის საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი და ვნახავთ, რა პირობები იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის“,-განაცხადა იანოშ ჰერმანმა. ცვლილებების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)