10:38 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 13:27:11, 1613 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: განსხვავებულის მიღება თავისუფლებისა და შინაგანი ძალის გამოვლინებაა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, თავისუფალი, ევროპული საქართველოს შენებისას სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფს, თითოეულ ინდივიდს, მიუხედავად სხვათაგან განსხვავებულობისა, ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის მონაწილე და შემოქმედია.

„დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.

განსხვავებულის მიღება თავისუფლებისა და შინაგანი ძალის გამოვლინებაა. ამ თავისუფლების გაძლიერება - საზოგადოების განვითარების საწინდარია.

ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების, განსხვავებულ ტრადიციათა და ადამიანთა ინდივიდუალობის მიღება, გაგება და პატივისცემა აუცილებელი პირობაა თანხმობის, მშვიდობისა და საყოველთაო განვითარების საზოგადოების ასაშენებლად.

ტოლერანტობა ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის უწყვეტი ტრადიციაა. საუკუნეთა მანძილზე ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა თუ სხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ერთად ქმნიან ჩვენი საერთო სამშობლოს ხვალინდელ დღეს.

ამ ფასდაუდებელი მემკვიდრეობის შესაბამისად, უნდა ვიზრუნოთ, რომ ტრადიციებმა ახალ დროში ახალი სიცოცხლე შეიძინოს, რომ საქართველო მუდამ იყოს ისეთი, როგორადაც მას დიდი ილია აღწერს: მშვიდობის - მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics