|
2017-11-15 18:25:41, 1917 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიხაილ რუსიმ დღეს საქართველო-ბელარუსის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მასში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების შესახებ. დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ამავე დროს არის საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარე, ბელარუსელ კოლეგასთან განიხილა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა საქართველოსა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრების გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებული სავაჭრო-ეკონომიკური ჯგუფის მუშაობა, რომელიც პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში უკვე აისახა. აღინიშნა, რომ 2017 წლის პირველ 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 24 პროცენტით, ექსპორტი კი - 50 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება ტურიზმის მაჩვენებლებს, 2017 წლის პირველ 10 თვეში, საქართველოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ერთობლივ პროექტებზე, მათ შორის, საქართველოში ბელარუსული წარმოების ლიფტების შემოტანა-დამონტაჟების, პერსპექტივაში კი მათი საქართველოში აწყობის შესახებ. გარდა ამისა, საუბარი წარიმართა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან, აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს საქართველოში ბელარუსული კულტურის დღეების გახსნის საზეიმო ცერემონიალში. (NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)