|
2017-11-15 16:46:40, 2028 ნახვა
საზოგადოება
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე კონფერენცია გაიმართა
საშვილოსნოს კიბოს პრევენციის მიზნით, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის წარმატებით განსახორციელებლად, ეროვნული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა გახსნა. მან საშვილოსნოს კიბოს პრევენციაში ვაქცინაციის როლი გამოჰყო და იმუნიზაციის პროცესში 9-14 წლის გოგონების ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „ადამიანის პაპილომა ვირუსი არის საშვილოსნოს კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ავადობის 70%-იანი წილი სწორედ ამ ინფექციაზე მოდის. ვაქცინაცია მოსახლეობაში კიბოს პრევენციის საშუალებას მოგვცემს. საქართველოში, ყოველწლიურად საშვილოსნოს კიბოთი 200-მდე ქალი იღუპება. სახელმწიფო ახორციელებს სკრინინგ პროგრამებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა კი უკვე არსებობს და ჩვენს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს ის. ეს პროექტი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე 70-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი“, - განმარტა ნინო ბერძულმა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მონაწილეებს პაპილომავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს. ყურადღება ვაქცინის ეფექტურობა-უსაფრთხოებაზე, ამ მიმართულებით ქვეყნების გამოცდილებასა და როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონეზე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე გამახვილდა. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ავადობის ტვირთის, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, შერჩევით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ვაქცინაციის დანერგის პროცესის, კომუნიკაციის სამოქმედო და კრიზისის მართვის გეგმების შესახებაც გაეცნენ ინფორმაციას. 1 დეკემბრიდან თბილისში, ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში 9-14 წლის ასაკის გოგონებში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. პროექტი ვაქცინების გლობალური ალიანსის მხარდაჭერით ხორციელდება.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)