|
2017-11-15 16:42:10, 1766 ნახვა
კომენტარი
ნუკრი ქანთარია რატიანს: გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის სერგო რატიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მისი თანაგუნდელი გოგა ონიანი პოლიტპატიმარია. „გიმეცადინიათ ბატონო სერგო, ბევრი შრომა ჩაგიდიათ ამ გამოსვლისთვის, სამწუხაროდ არ გამოდის, არ არის სიმართლე რასაც ამბობთ, გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია როგორც თქვენ ნაპოლეონი. ასე რომ ჯობია ალბათ სიმართლისკენ მაინც მოვიხედოთ, რეალობას უფრო დავუგდოთ ყური და თვალი. სულ მიკვირდა, ისე ჩაივლის დღევანდელი განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებენ მეთქი და როგორც იქნა მაინც ახსენეს და კიდევ ერთხელ დააზუსტეს , რომ ბიძინას გარეშე მზე არ სუფევს მათთვის ცის კამარაზე. რამდენიც არ უნდა იძახოთ ამ კაცის სახელი, მისი არც ჭკუა მოგემატებათ, არც შესაძლებლობები. ასე რომ, დაუკვირდით ამასაც“,-მიმართა ქანთარიამ რატიანს. ცნობისთვის, პარლამენტის დღევანდელ საშემოდგომო სესიაზე უმცირესობის წევრმა სერო რატიანმა განაცხადა, რომ საქართველოს გოგა ონიანის სახით კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ჰყავს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)