|
2017-11-15 14:45:39, 1787 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე უმრავლესობას: თქვენთვის თუ მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, მღებრიშვილს უწყებას რატომ უქმნით?
„ევროპული საქართველოს“ ერეთ-ერთი ლიდერი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა. დეპუტატმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერებასა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე ისაუბრა. კაპანაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „პოლიტიკური პოლიციის და არჩევნების ჩამტარებელ სუბიექტად ჩამოყალიბდა“. „მოხდა სუს-ის მორიგი გაძლიერება. თქვენ შარშან ბიუჯეტი გაუზარდეთ კიდევ აპირებთ რომ ბიუჯეტი მისცეთ ამ ინსტიტუტს, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში მათ შორის პოლიტიკური პოლიციის და არჩევნების ჩამტარებელ ერთ-ერთ სუბიექტად. ახლა აძლევთ მას საგარეო დაზვერვას, კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას აძლევთ ამ კონკრეტულ ინსტიტუტს. ამ ცვლილებებში სუს-ის კიდევ უფრო გაძლიერება ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯია. თუ ასეთი მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ახალ უწყებას რატომ უქმნით ბატონ მღებრიშვილს ? ხომ შეიძლებოდა, რომ ის უბრალოდ სახლში გაგეშვათ ?“,- მიმართა კაპანაძემ უმრავლესობას. შეგახსენებთ, გიორგი მღებრიშვილმა შს მინისტრის პოსტი დატოვა. იგი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს, რომელიც შსს-ში მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)