|
2017-11-15 13:21:26, 1869 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: საუბარი თანხების დიდი რაოდენობით დაზოგვაზე, პენსიებზე მიმართვაზე, სპეკულაციაა
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუბარი თანხების დიდი რაოდენობით დაზოგვაზე და პენსიებზე მიმართვაზე, ოპონენტების მხრიდან წამოწყებული სპეკულაციაა. დავითაშვილის თქმით, ცვლილებების მიზანი, პირველ რიგში მართვის ეფექტურობის გაზრდაა: "თანხებს რაც შეეხება, ხშირ შემთხვევაში ეს არის სპეკულაცია ოპონენტების მხრიდან წამოწყებული. როდესაც საუბარია განსაკუთრებით პოპულიზმით გაჯერებულ ფრაზებზე, თანხების დიდი რაოდენობით დაზოგვაზე, პენსიებში მიმართვაზე და ა.შ. პირველ რიგში ამოცანა არის ამ შემთხვევაში ეფექტიანი მართვა, უფრო მეტი შედეგი გვქონდეს, საბოლოოდ კი ეფექტიანობა იზომება რა დანახარჯებით რა შედეგს ვაღწევთ და არა იმაზე, რომ ჩვენი თვითმიზანი იყოს ვინმეს სამსახურიდან გაშვება. ოპტიმიზაცია კადრების კუთხითაც, რა თქმა უნდა, მოხდება. გაორება ფუნქციების ვერ იქნება. ორი ადმინისტრაცია ერთ სამინისტროს ვერ ეყოლება, და ბუნებრივია, ორი ერთი და იგივე მხარდაჭერის დეპარტამენტებიც ვერ ეყოლება. აქ მარტივად წარმოგვიდგენია ოპტიმიზაცია. თუმცა, ფუნქციური მიმართულებები გასაძლიერებელი გვაქვს", - განაცხადა დავითაშვილმა. გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)