|
2017-11-14 13:14:55, 1864 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის თასის გამარჯვებული ცნობილია!
კვირას, 12 ნოემბერს, 16:00 საათზე, 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონ „მარაკანაზე“ მოყვარულთა თასის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის - „თბილისის მერიის თასის“ გათამაშების ფინალი გაიმართა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბებს - „35-ე თბილისსა“ და „ნახალოვკას“ შორის. ფინალურმა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც სტადიონზე მოსული გულშემატკივრების რაოდენობაზეც აისახა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამაშმა სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების მოლოდინი სრულად გაამართლა. მატჩის საწყის წუთებში აშკარა იყო “35-ე თბილისის” სათამაშო უპირატესობა, რაც გატანილ გოლში აისახა და გაგა კირკიტაძემ უკვე მე-2 წუთზე შეძლო გუნდის დაწინაურება. მატჩის მე-14 წუთზე, შოთა ავსაჯანიშვილმა უნაკლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმის საშუალებით 2-მდე გაზარდა 35-ე თბილისის უპირატესობა. უნდა აღინიშნოს რომ „ნახალოვკის“ ფეხბურთელებმა დროულად მოახდინეს მობილიზაცია და ნიკოლოზ მაისურაძის ცივსისხლიანი თამაშის შედეგად მატჩის 23 წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, რის შემდეგაც „ნახალოვკის“ ფეხბურთელებმა ზეწოლა განაგრძეს და 31-ე წუთზე ნიკოლოზ მაისურაძემ მეორედ შეძლო ბურთის კარის ბადეში გახვევა და ანგარიშიც გათანაბრდა 2:2. ტაიმის მიწურულს „35-ე თბილისს“ კვლავ შეეძლო დაწინაურება, თუმცა გიორგი ადეიშვილმა გაგა კირკიტაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტის რეალიზება ვერ მოახდინა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მატჩის მეორე ნახევარი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი უკვე პენალტების სერიისთვის ემზადებოდა, როდესაც მატჩის ბოლო წუთზე გიორგი სილაგავას ჩაწოდებულ ბურთზე ნიკოლოზ მაისურაძემ ბრწყინვალე ნახტომში მესამედ აიღო „35-ე თბილისის“ კარი, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:3 „ნახალოვკის“ სასარგებლოდ. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|











epn.ge (@expressnews.ge)