07:52 - 14 Aug, 2026
|
2017-11-14 12:49:17, 1611 ნახვა
კომენტარი
ლევან ხაბეიშვილი ახლადარჩეულ საკრებულოს: თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი, შექმნათ მეტი სიკეთე მოქალაქეებისთვის
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, არავის თვითმიზანი არ არის, კონფრონტაციულ რეჟიმში იმუშაოს. ხაბეიშვილის თქმით, პარტია მხარს დაუჭერს ყველა საკითხს, რაც თბილისის მოქალაქეების სასიკეთოდ იქნება მიმართული. თუმცა, მისივე განმარტებით, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან შეურიგებელი იქნებიან. "თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი, შექმნათ მეტი სიკეთე ქალაქისთვის და არ დაემსგავსოთ წინა საკრებულოს. გეძლევათ შანსი, რეალურად შეასრულოთ საკრებულოს ფუნქცია. მე და ჩემი მეგობრები არ ვართ იმ მიზნით, რომ ვიყოთ კონფრონტაციაში, ჩვენი მიზანია მოგვარდეს პრობლემური საკითხები. მხარს დავუჭერთ ყველაფერს, რაც იქნება თბილისელების ინტერესში",-აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)