|
2017-11-14 12:45:53, 2025 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ჩხენკელი: განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება სამინისტროს მთავარი საკითხი იქნება
განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დღეიდან საქმიანობას შეუდგა. როგორც ახალმა მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მალე საზოგადოებას წარუდგენს კონკრეტულ სტრატეგიულ გეგმას, რომლის მიხედვითაც საქმიანობას წარმართავს. „მთელ ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეს. გამოწვევები ძალიან ბევრია. გამოწვევები ძალიან ბევრია. მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლებას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვს და განათლების ხარისხის განვითარება იქნება მთავარი საკითხი. ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ძალიან კარგი თაობა მოდის და უნდა შევუქმნათ ყველა პირობა, რომ მათი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება მოხდეს. ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია ახალგაზრდისთვის, ეს ჩვენი საზრუნავი იქნება. ეს არის ფუნდამენტური საკითხი და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, ამის შესახებ მალე შეიტყობთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)