|
2017-11-13 15:11:51, 2074 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპტიმიზაცია დროული იყო. „დღეს პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა, პრაქტიკულად, განსახორციელებელი რეფორმა, რომელსაც, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. არის ბევრი სამსჯელო საკითხი, რაც ინიცირების შემდეგ განიხილება საქართველოს პარლამენტში, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმდენად დადებით პროექტზე გვაქვს საუბარი, იმდენად კარგია და დროულია ოპტიმიზაცია, საპარლამენტო უმრავლესობა, საქართველოს პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები და სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)