|
2015-05-05 19:03:22, 529 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტრასეკას გენერალური მდივანი მირჩა ჩიოპრაგა ეწვია
საქართველოს საქმიანი ვიზიტით ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალური მდივანი მირჩა ჩიოპრაგა სტუმრობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური მდივნის ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოს სატრანსპორტო უწყებებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვა და საქართველოს სატრანსპორტო სისტემის არსებული მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენს. ამასთან, უწყების ცნობით, მირჩა ჩიოპრაგა დაინტერესებულია, გაეცნოს შესაბამისი ბენეფიციარების მოსაზრებებს და წინადადებებს ტრასეკას პროგრამის სამომავლო გეგმებთან და მის ფარგლებში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში ტრასეკას გენერალურმა მდივანმა შეხვედრები გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან და საქართველოში TRACECA–ს ეროვნულ მდივანთან ნათია მიქელაძესთან. ამასთან, შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და მოინახულა სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში კერძო ინვესტიციებით განხორციელებული პროექტები - „დიპლომატ ჯორჯიას“ და „გებრუდერ ვეისის“ A კლასის საწყობები. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ტრასეკას გენერალური მდივანი გეგმავს ვიზიტს ბათუმში და შეხვედრების გამართვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებთან. ამასთან, მას სურვილი აქვს მოინახულოს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი. სამომავლოდ, ტრასეკას გენერალური მდივანი მირჩა ჩიოპრაგა გეგმავს კიდევ ერთხელ ეწვიოს საქართველოს, რომლის დროსაც ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და სარკინიგზო გადაზიდვებს დეტალურად გაეცნობა. მირჩა ჩიოპრაგა ტრასეკას გენერალურ მდივნად 2015 წლის 29 იანვარს იქნა არჩეული. ის საქართველოში 8 მაისამდე დარჩება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)