|
2017-11-10 17:11:10, 2131 ნახვა
კომენტარი
მოგერინი: ევროკომისიის ანგარიში აჩვენებს მკაფიო პროგრესს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, დღევანდელი ანგარიში აჩვენებს მკაფიო პროგრესს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში. მოგერინის თქმით, ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. "ევროკავშირმა და საქართველომ დიდი ინვესტიცია ჩადეს ძლიერ პარტნიორობაში, რომელიც ყოველდღე ღრმავდება და ჩვენს მოქალაქეებს დიდ სარგებელს აძლევს. მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურონ. ასევე ვხედავთ, რომ ჩვენს სტუდენტებს შორის უფრო მეტი გაცვლითი პროგრამა აქვს. გარდა ამისა, ჩვენი ბიზნესისთვის ვაჭრობის უფრო მეტი შესაძლებლობაა შექმნილი. დღევანდელი ანგარიში აჩვენებს მკაფიო პროგრესს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში. ევროკავშირი განაგრძობს მხარდაჭერას, რათა გაგრძელდეს სამუშაო, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში და ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების ერთგული რჩება“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)