06:52 - 14 Aug, 2026
|
2017-11-09 19:20:03, 2181 ნახვა
კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტოების არ მოხვედრის გამო გაკვირვება გამოთქვა. როგორც პრემიერმა განმარტა, შევარდნაძის ფოტოები გამოფენაზე უნდა მოხვედრილიყო, რადგან მისი როლი აღნიშნული მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაში მნიშვნელოვანია. "მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაში იყო მნიშვნელოვანი და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იმიტომ, რომ ისტორია არის ისტორია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)