08:16 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 15:39:56, 2422 ნახვა

მსოფლიო
ბარსელონაში სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად რკინიგზის სადგური გადაკეტეს

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე სტუდენტებმა ბარსელონაში სანტსის რკინიგზის ხაზი გადაკეტეს, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილზე შეკრებილმა ასობით სტუდენტმა მატარებლებს მოძრაობის საშუალება არ მისცა.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ასეთი ხმაურიანი აქციებით მათ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა სურთ. მათ ხელისუფლება აზრის გაუთვალისწინებლობაში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეები გენერალიტეტის ყოფილი მეთაურის გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია გუშინაც გამართეს და პროტესტის ნიშნად რეგიონის 35 დიდი ავტომაგისტრალი და რკინიგზის ხაზი გადაკეტეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics