|
2017-11-09 13:12:16, 2074 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა იმ პოეტების პლეადას, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ჩვენს მწერლობაში
„ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა იმ პოეტების პლეადას, რომლებმაც შექმნეს მთელი ეპოქა ჩვენს მწერლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერი სამების ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდზე მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა და ოჯახს მიუსამძიმრა. „გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა იმ პოეტების პლეადას, რომლებმაც შექმნეს მთელი ეპოქა ჩვენს მწერლობაში, პოეზიაში და ნამდვილად, მისი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, სამების ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მწერალს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)