01:41 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 17:56:28, 1974 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საბჭოს ბანკის მმართველის მოადგილეს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საბჭოს ბანკის (CEB) მმართველის მოადგილეს როზა მარია სანჩეს - ებრა ალონსოს (Rosa María Sánchez-Yebra Alonso) შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც მიმდინარე წელს ზრდადი დინამიკით ხასიათდება.

მან ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ხორციელდება მნიშვნელოვანი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები.

ევროპის საბჭოს ბანკის მმართველის მოადგილე განსაკუთრებით დაინტერესდა აღნიშნული რეფორმების მიმდინარეობით. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სივრცით რეფორმაზე, აგრეთვე, საჯარო სექტორში ენერგოეფექტურობის განვითარებაზე, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერასა და სხვა.

ევროპის საბჭოს ბანკის მმართველის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური ვითარება. ევროპის საბჭოს ბანკის დაფინანსებით საქართველოში 25 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გარდა ამისა, განიხილება აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა საქართველოს ჩრდილოეთით, სვანეთის მიმართულებით გზისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის პროცესში, რომელთაც მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი გააჩნიათ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ სამომავალო თანამშრომლობას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics