|
2017-11-08 17:23:07, 1943 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების მაღალი დონის მენეჯერებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორისაც იყვნენ კომპანიის „Dunross“ დამფუძნებელი და დირექტორი სვენ ნორფელდტი (Sven Norfeldt) და ამავე კომპანიის მაღალი მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლები, აგრეთვე საინვესტიციო ბანკების „Renaissance Capital“-ისა და „Sberbank CIB“-ის, „Allan Gray“-ის, სკანდინავიის რეგიონში აქტივების მართვის წამყვანი კომპანიის „Bank Invest“-ის, „Prosperity Capital Management“-ის პროფილური მიმართულების მენეჯერები. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და „თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი შაგიძე. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და საინვესტიციო გარემოზე, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმრებს გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები, აგრეთვე ის ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც არსებობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და საქართველომ 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს წარმატება კი მთავრობის ეფექტურმა და კოორდინირებულმა მუშაობამ განაპირობა. შეხვედრაზე საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებმა ინტერესი გამოხატეს საქართველოს ეკონომიკის ცალკეული სექტორებში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)