|
2017-11-08 14:08:16, 1797 ნახვა
კომენტარი
დოლიძე ვიზალიბერალიზაციის პროცესზე: ჩემი თანამოქალაქეების კეთილგონიერების დიდი იმედი მაქვს
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ვიზალიბერალზიაციასთან დაკავშირებით, მომავალი კამპანიის განხორციელებაზე მუშაობა მიმდინარეობს. დოლიძე ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს. მინისტრს საქართველოს მოქალაქეების კეთილგონიერების იმედი აქვს, რომ ისინი შენგენის ზონაში მოგზაურობის წესებს კვლავ დაიცავენ: „ევროპოლთან მუშაობის განვითარების კვალდაკვალ, ჩვენ რეალურად მართლაც მნიშვნელოვანი, თვისობრივად განსხვავებული თანამშრომლობა გავქვს ამ სტრუქტურებთან. ის რომ ადამიანები მიემგზავრებიან იქ და ზოგიერთი არა შენგენის ზონებთან სხვა მიმართულებით ბრუნდება, ან არ ბრუნდება, ყველას იდენტიფიცირება ვერ ხდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პირველი 6 თვის სტატისტიკა დამაიმედებელია და რაც ყველაზე მთავარია, არანაირი პრობლემა ჯერჯერობით არ არსებობს. ვმუშაობთ მომავალი კამპანიის როგორც დაგეგმვის, ასევე განხორციელების თვალსაზრისით, რათა ცნობიერება ადამიანების ავამაღლოთ იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა დაარღვიონ, თავშესაფარი არ უნდა მოითხოვონ და რომ საქართველო არის უკვე უსაფრთხო ქვეყანა ევროპულ ზონაში- როგორც ევროკავშირის, ისე შენგენის ზონაში და არ უნდა შევუქმნათ პრობლემები საკუთარ თავს. ამიტომ, მე ჩემი თანამოქალაქეების კეთილგონიერების დიდი იმედი მაქვს. ეს პროცესი თუ ისევე გაგრძელდა, როგორც წარიმართა აქამდე, მერწმუნეთ, მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს მომავალში ევროკავშირთან ჩვენი მობილურობის გაზრდას“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)