|
2017-11-08 12:38:24, 1689 ნახვა
კომენტარი
დოლიძე: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ევროპარლამენტის განცხადება ძალიან დიდი მხარდაჭერაა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ევროპარლამენტის განცხადება ძალიან დიდი მხარდაჭერაა: „ვფიქრობ, აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტამდე, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება ბრიუსელში, ევროპარლამენტის განცხადება არის ძალიან დიდი მხარდაჭერა იმ გრძელვადიანი, სექტორალური თანამშრომლობის განვითარების მიზნით, რომელიც შეეხება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, განათლება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ვფიქრობ, ამგვარი პოლიტიკური მხარდაჭერა ახლო შუალედში სამიტამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. შეგახსენებთ, ევროპარლამენტი ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავების ახალი ინიციატივით გამოდის. ევროპარლამენტის ანგარიშის თანახმად, ახალი გზები უნდა გამოიძებნოს, რათა მხარდაჭერა გაუწიონ ქვეყნებს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)