|
2017-11-08 12:26:30, 1947 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: არსებული სახით სულ უფრო რთულია ასაკით პენსიონერების ფინანსური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა
„პენსიების სისტემა საჭიროებს რეფორმას, რადგან არსებული სახით სულ უფრო რთულია ასაკით პენსიონერების ფინანსური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა”,-ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, ეს არის სკულპულოზურად გათვლილი პროგრამა, რომელსაც აუცილებლად პოზიტიური შედეგი უნდა ჰქონდეს. თუმცა, დავით სერგეენკო აქვე აღნიშნავს, რომ პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში, არც ერთი ქვეყანა გარკვეული ხარვეზებისგან დაზღვეული არ არის: "ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა, თუმცა წამყვანი იყო ეკონომიკის სამინისტრო. ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, რომ პენსიების სისტემა, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეფორმას, რადგან არსებული სახით სულ უფრო რთულია, ასაკით პენსიონერების ფინანსური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა. წარმოდგენილ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით სამი წელი და მასში არა მარტო ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინსიტრო, არამედ ამ დარგის წამყვანი სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას. ასე რომ, ჩვენი შეფასებით, ეს არის სკულპულოზურად გათვლილი პროგრამა, რომელსაც აუცილებლად პოზიტიური შედეგი უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ამ პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში, არც ერთი ქვეყანა არ არის გამონაკლისი, შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეული ხარვეზები, რომელიც შეიძლება დაექვემდებარება დეტექციას და გამოსწორებას", - განაცხადა სერგეენკომ. ცნობისთვის, „დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, საპენსიო რეფორმა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან. საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. „დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონის პროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს, კერძოდ - თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს - თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს - ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)