|
2017-11-07 17:13:01, 1906 ნახვა
კომენტარი
ალიბეგაშვილი: ვისურვებდი, მე-6 მოწვევის საკრებულო გაცილებით კონსტრუქციული და ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული იყოს
თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს წევრებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა. ალიბეგაშვილის თქმით, ისურვებდა, რომ მე-6 მოწვევის საკრებულო გაცილებით კონსტრუქციული და ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული იყოს. გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ამაყია, რომ მე-5 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. "დიდი მადლობა მინდა გითხრათ კოლეგებს, გუნდის წევრებს, ოპოზიციონერებს, რომ ეს წლები ერთად ვიყავით. ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ და ამაყი ვარ, რომ ადამიანობას ყოველთვის ვინარჩუნებდით. ვუსურვებ წარმატებას ჩემს კოლეგებს, რომლებიც აქ რჩებიან. ბევრი მაქვს სათქმელი და ამას სხვადასხვა შეხვედრის ფორმატებში, ნელ-ნელა გეტყვით. ვფიქრობ, მე-5 მოწვევის საკრებულო გამორჩეული იყო საქმიანობით და ურთიერთობებით. ასეთი გამონათქვამია და ამ სიტყვებით დავასრულებ - მაქვს პატივი, რომ გიცნობდეთ", - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა. შეგახსენებთ, თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს ჩატარდება, რომელზეც გიორგი ალიბეგაშვილს საკრებულოს წევრობა შეუწყდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)