|
2017-11-07 17:12:34, 2127 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსი“ ბორჯღალოსნების პარტნიორი გახდა
კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ და „საქართველოს რაგბის კავშირმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის თანახმად, “თეგეტა მოტორსი” საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების პარტნიორი გახდა. როგორც „თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მშვილდაძემ აღნიშნა, სასიხარულოა, რომ მათ საშუალება მიეცათ ხელი შეუწყონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებაში. მისივე თქმით, კომპანია ნაკრების მხარდაჭერას მომავალ წელსაც გააგრძელებს. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ხელი შევუწყოთ და მცირედი წილი შევიტანოთ რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებულ მოღვაწეობაში. ასევე ხელი შევუწყოთ, რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ბორჯღალოსნებს წინ მნიშვნელოვანი სპორტული შეხვედრები ელის და დარწმუნებული ვართ, რომ მორიგ დიდ წარმატებას მიაღწევენ. ვფიქრობ, ყველა კომპანიამ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, გარკვეული წვლილი უნდა შეიტანოს ეროვნული ნაკრების წარმატებაში. ეს არ იქნება ერთჯერადი დახმარება. გვინდა, რომ მომავალ წელსაც დავუჭიროთ მხარი ეროვნულ ნაკრებს“, - განაცხადა გიორგი მშვილდაძემ. „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტის გოჩა სვანაძის თქმით, კომპანია „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერა მისასალმებელი და სასიხარულოა. „საქართველოს რაგბის კავშირი მიესალმება კერძო სექტორის მხრიდან ყოველგვარ ჩართულობას და მხარდაჭერას. სერიოზული რეპუტაციის მქონე კომპანია „თეგეტა მოტორსის“ დაინტერესება არის კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართულ სპორტში ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. კარგის ნიშანია იმ მხრივ, რომ კერძო სექტორი სერიოზულად დაინტერესდა რაგბით, ეს კი ჩვენს პასუხისმგებლობას უფრო და უფრო ზრდის. მოხარულები ვართ, რომ კომპანია „თეგეტა მოტორსი“ დღეიდან ჩვენი პარტნიორია და ხელს შეუწყობს ეროვნული ნაკრების განვითარებას“, - აღნიშნა გოჩა სვანაძემ. აღსანიშნავია, რომ “თეგეტა მოტორსი” მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 22 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე. კომპანია მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“.
(R)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)