|
2017-11-07 15:10:47, 1816 ნახვა
კომენტარი
ოთარ კახიძე: იმედია, ნიკა მელიას სულელურ და ბრიყვულ ბრალდებას მისი კოლეგები არ იზიარებენ
„ძალიან უცნაურია მელიასგან ამაზე საუბარი და ზოგადად ის ლოგიკა, რომ თუ თავისუფლებაში ხარ ან თუ ციხეს თავი დააღწიე ავტომატურად გარიგებული ხარ“, - ასე შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გოგა ონიანის დღევანდელ განცხადებას. კახიძემ იმედი გამოთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები ნიკა მელიას „სულელურ და ბრიყვულ ბრალდებას“ არ იზიარებენ. ,,დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ივანიშვილის ხელისუფლებაზე, მის პოლიტიკურ დაკვეთაზე და იმ სასამართლოზე, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების დაკრულზე ცეკვავს. ეს უნდა იყოს ოპოზიციის მთავარი სამიზნე. ამ შემთხვევაში ყურადღების გადატანა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე და შიდაოპოზიციურ გარჩევის თემად ქცევა ონიანის დაპატიმრება. არის ერთის მხრივ უპასუხისმგებლობა და მეორეს მხრივ სიბრიყვე. რაც აწყობს ხელისუფლებას ეს არის, რომ ვისაუბროთ არა ხელისუფლებაზე, არამედ ნაციონალურ მოძრაობა-ევროპული საქართველოს დაპირისპირებაზე. ის ნამდვილად ბრალდებულია ხუთი წლის განმავლობაში. ის ციხეში არ მჯდარა და იმედია არც მოუწევს ჩაჯდომა. თუ დააღწევს თავს თავისუფლად ივანიშვილის მარწუხებს საერთაშორისო ზეწოლიდან გამომდინარე ან თუ ივანიშვილს არ მოუნდება ამ პოლიტიკური ფასის გადახდა მისი დაკავებით ეს იქნება მხოლოდ კარგი და ამაზე კი არ წამოაძახებს ევროპული საქართველო, რომ შენ რახან თავისუფლებაში ხარ გარიგდი, პირიქით ყველაფერს გააკეთებს, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი არ შეემატოს ივანიშვილის პირადი პატიმრის რიგებს. ესეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთების ნაცვლად ჯობია ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დაკავდეს ივანიშვილის ხელისუფლებასთან ოპონირებით და მე ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ მისი კოლეგები ნაციონალური მოძრაობიდან ამ აბსოლუტურად სულელურ და ბრიყვულ ბრალდებას არ იზიარებენ,’’ - განაცხადა ოთო კახიძემ. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ადვოკატი გიორგი ონიანი „ევროპულ საქართველოში“ რომ გადასულიყო, დღეს დაკავებული არ იქნებოდა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)