|
2015-05-05 11:31:00, 480 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომელმა შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამტრედიის განყოფილების უფროსმა ცოტნე შენგელიამ 2015 წლის 1-3 მაისს იტალიის ქალაქ ვერონაში გამართულ, შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც 50 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. შსს-ს ინფორმაციით, ცოტნე შენგელია არის 2012 წლის მსოფლიო თასისა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. მისი სპორტული კარიერა ასევე მოიცავს შემდეგ მიღწევებს: 2000-2004 წწ. საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობასა და სამბოში; 2001 წელი - მსოფლიო ჩემპიონ ზარბექ ბერიშვილის საერთაშორისო ტურნირი - I საპრიზო ადგილი; 2001 წელი - ევროპის ჩემპიონატი – მონაწილე; 2002 წელი - ირანი, თეირანი, აზიის ჩემპიონი. ვერონაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში ცოტნე შენგელიამ III საპრიზო ადგილი აიღო. გამარჯვებულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დახვდნენ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)