|
2017-11-06 15:57:15, 1889 ნახვა
საზოგადოება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, მომავალ წელს კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს იმ სპეციალისტებს შეხვდა, რომლებიც ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი. მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მათ მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით 2017 წელი იყო უმნიშვნელოვანესი, როგორც გატარებული ღონისძიებების, ასევე მიღებული გამოცდილების თვალსაზრისით. „სწორედ 2017 წლის გამოცდილების გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები. ჩვენ გვაქვს უკვე გამზადებული სტრატეგია მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მავნებელთან ბრძოლის კუთხით, რომელიც ითვალისწინებს კომპლექსურ ღონისძიებებს. მნიშვნელოვანია ყველამ გაითავისოს საკუთარი როლი ამ ახალი გამოწვევის პირობებში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააგრძელებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, აგრეთვე აქტიურად ვმუშაობთ ბიზნსესსექტორთან, სამეცნიერო წრეებთან, მსოფლიოს გამოცდილ სპეციალისტებთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმისათვის რომ მოხერხდეს მავნებლის პოპულაციის შემცირება და კონტროლი. კომპლექსური ღონისძიებებით კი ამ მავნებელს, ისევე როგორც სოფლის მეურნეობაში არსებულ სხვა მავნებლებს, ჩვენ ნამდვილად გავუმკლავდებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 30 ერთეულზე მეტი ტექნიკა იყო მობილიზებული დასავლეთ საქართველოში-სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში. სამანქანე და სატრაქტორე აგრეგატებით, ზურგსაკიდი აპარატებით და ავიაციის მეშვეობით 110 ათასამდე ჰექტარი ფართობი- საკარმიდამო ნაკვეთები, თხილის ნარგავები, სიმინდის ნათესები და დიდი მასივები- დამუშავდა. სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელის ინტენსიური გავრცელება აღინიშნება, დაახლოებით 230 ათას ოჯახს დაურიგდა პრეპარატები, ფერომონები და საინფორმაციო მასალები. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში, 351 სოფელში, 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი-ფერომონი განთავსდა. მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, დაიბეჭდა და გავრცელდა 700 ათასზე მეტი საინფორმაციო ბროშურა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები USAID/REAP მხარდაჭერით განხორციელდა.
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)